ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა სეფ ბლატერმა და ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ჯანი ინფანტინო მკაცრად გააკრიტიკეს და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.
კრიტიკის ძირითადი მიზეზი ტურნირის მიმდინარეობისას გამოკვეთილი პოლიტიკური ჩარევები და უპრეცედენტო გადაწყვეტილებები გახდა, რამაც ფეხბურთის რეპუტაცია შეარყია.
სეფ ბლატერმა აღნიშნა:
ყველაზე გრძელი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, სწორი ჩემპიონებით, მაგრამ ფინალურ სასტვენამდე ტურნირმა კრედიტი დაკარგა. პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს თამაშში და ახლა გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და ეროვნული ასოციაციების ჯერია, ახალი ხელმძღვანელობით თავის ფესვებს დაუბრუნონ ფეხბურთი.
ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელის, ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის საკითხს, რომლის დისკვალიფიკაციაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ინფანტინოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოიხსნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა:
ამერიკელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის გაუქმება უკიდურესად სერიოზული საკითხია, მათ გაუმართლათ, რომ ბელგიამ შეერთებული შტატები გამოთიშა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი საქმე აღიძვრებოდა, შესაძლოა ინფანტინოსთვის პოსტიც კი დაეკარგვინებინა. ჩემი აზრით, მისი დრო ამოიწურა, მაგრამ რადგან არ არის ოპოზიციური კანდიდატი, არავის სურს წაგებისთვის კენჭისყრა.