ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ჩარლზ ოლივეირა - "დუ ბრონქსის" მემკვიდრეობა UFC-ში
UFCUFC

ჩარლზ ოლივეირა - "დუ ბრონქსის" მემკვიდრეობა UFC-ში

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

29 ივნისს, UFC 317-ზე ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობას შეეცდება.


35 წლის ბრაზილიელი UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. მან MMA კარიერა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, UFC-ში კი მისი ისტორია 2010 წლიდან იწყება.


2010 - დებიუტი მსუბუქ დივიზიონში


ჩარლზი სადებიუტო ბრძოლაში დარენ ელკინსს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა. მას მხოლოდ 41 წამი დასჭირდა, რომ მეტოქისთვის არმბარი გაეკეთებინა.


ოლივეირას შემდეგი ოპონენტი ეფრან ესკუდერო იყო, რომელსაც ასევე საბმიშენით სძლია, ამჯერად მე-3 რაუნდში. ჩარლზმა ზედიზედ მეორედ მიიღო საღამოს საუკეთესო საბმიშენის ჯილდო.


2010 წლის მე-3 ბრძოლა კი ბრაზილიელმა ჯიმ მილერის წინააღმდეგ ჩაატარა, ამჯერად პირველ რაუნდში საბმიშენის მსხვერპლი თავად ჩარლზი აღმოჩნდა და მან კარიერის პირველი მარცხი იწვნია.



2011 - მოგების გარეშე


2011 წლის ივნისში ოლივეირასა და ნიკ ლენცის დაპირისპირება შედგა. ბრძოლა მეორე რაუნდში დასრულდა, მას შემდეგ რაც ოლივეირამ მეტოქეს არალეგალურად მუხლით დაარყა, რაც მსაჯებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, შემდეგ კი ჩარლზმა ლენცი დაასაბმითა. ბრძოლის შემდეგ ეპიზოდი თავიდან შეაფასეს და ე.წ No Contest გამოაცხადეს.


წლის მეორე ბრძოლაში ოლივეირა დონალდ სერონეს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ ჩარლზის მწვრთნელმა გამოაცხადა, რომ ბოლო 3 წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ ოლივეირა ქვემსუბუქ დივიზიონში ჩავიდოდა.


2012 - ქვემსუბუქი დივიზიონი


ოლივეირას დებიუტი ქვემსუბუქ წონაში ერიკ უაიზლის წინააღმდეგ შედგა, სადაც გამარჯვება პირველ რაუნდში ე.წ. რივერს ქალფ სლაისერის საბმიშენით მოიპოვა. მაყურებელმა ამ ტექნიკით UFC-ის ისტორიაში პირველი ფინიში იხილა.


მომდევნო მოწინააღდეგე ჯონათან ბრუკინსი იყო, რომელსაც ჩარლზმა მეორე რაუნდში ანაკონდა ჩოუქით მოიგო და ზედიზედ მეორე საბმიშენი მიითვალა.


კარგი დასაწყისის შემდეგ 2012 წელი ბრაზილიელისთვის ცუდად დასრულდა. ქაბ სუანსონმა პირველივე რაუნდში ტანში მიყენებული დარტყმებით ზიანი მიაყენა ოლივეირას და შემდეგ ნოკაუტშიც გაუშვა.



2013 - მარცხი


ოლივეირამ 2013 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა. UFC 162-ზე მეტოქე ფრენკი ედგარი იყო, რომელმაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.


2014 - სამიდან სამი


2014 წელს ოლივეირამ სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე მათგანში იმარჯვა. პირველი მსხვერპლი ენდი ოგლი აღმოჩნდა, რომელიც მესამე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა. ამ მოგებით მან კარიერაში პირველი საღამოს პერფორმანსის ბონუსი დაიმსახურა.


ივნისში ოლივეირა ჰაცუ ჰიოკის შეხვდა, რომელსაც ასევე საბმიშენით სძლია და გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც ჰიოკი დააფინიშა. ამ ბრძოლით მან კიდევ ერთი საღამოს პერფორმანსის ბონუსი დაიმსახურა.


ჩარლზმა წელი ჯერემი სტივენსთან ჩხუბით დაასრულა, რომელსაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა.



2015 - პირველი მეინ ივენთი


2015 წელსაც ოლივეირამ სამი ბრძოლა გამართა. წელი ნიკ ლენცთან რემატჩით დაწიყო, სადაც დუ ბრონქსმა მესამე რაუნდში გილიოტინის მახრჩობელათი მოიგო. ამან ჩარლზს მესამე Performance of the Night ბონუსი მოუტანა.


აგვისტოში ოლივეირას პირველი მეინ ივენთი შედგა, სადაც მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იყო. ბრძოლა პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. თეიქდაუნის მცდელობის დროს ჩარლზმა ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.


წელი ბრაზილელმა მაილს ჯურისთან ბრძოლით დაასრულა და პირველივე რაუნდში მეტოქეს საბმიშენით აჯობა.


2016 - მძიმე წელი


2016 ოლივეირასთვის მძიმე წელი გამოდგა, რადგან ორი ბრძოლა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა, თანაც საბმიშენით.


პირველი მეტოქე ენტონი პეტისი იყო, რომელთანაც მესამე რაუნდში გილიოტინის მახრჩობელათი წააგო. რიკარდო ლამასთან კი მეორე რაუნდში ასევე საბმიშენით დათმო ბრძოლა.



2017 - დაბრუნება მსუბუქ წონაში


2017 წელს ჩარლზი მსუბუქ დივიზიონს დაუბრუნდა და უილ ბრუკსთან პირველივე რაუნდში საბმიშენით იმარჯვა, რითიც საღამოს პერფორმანსის ბონუსიც დაიმსახურა.


UFC 218-ზე ოლივეირა პოლ ფელდერს შეხვდა და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო.


2018 - საბმიშენების რეკორდი


2014-ის მსგავსად ჩარლზს 2018 წელიც იდეალური გამოუვიდა და სამიდან სამი ბრძოლა მოიგო.


პირველი მეტოქე კლეი გუიდა იყო, რომელსაც პირველ რაუნდში გილიოტინის მახრჩობელით სძლია, რამაც Performance of the Night ბონუსი მოუტანა.


შემდეგი მსხვერპლი ქრისტოს გიაგოსი აღმოჩნდა, რომელსაც ბრაზილიელმა მეორე რაუნდში საბმიშენით მოუგო, რითიც ოლივეირას UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება დაუგროვდა საბმიშენით.


წლის ბოლოს ოლივეირას რემატჩი შედგა ჯიმ მილერთან, რომელსაც საბმიშენით სძლია პირველ რაუნდშ და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ყველაზე მეტი Performance of the Night, მისი საბმიშენების რეკორდი კი 12 მოგებამდე გაზარდა.



2019 - ისევ სამიდან სამი


2019 წელს ოლივეირას მოგებების სერია გაგრძელდა, ბრაზილიელმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა დავიდ ტეიმური (საბმიშენი), ნიკ ლენცი (ტექნიკური ნოკაუტი) და ჯარედ გორდონი (ნოკაუტი).


2020 - სვლა ჩემპიონობისკენ


2020-ში ოლივეირამ ორი ბრძოლა გამართა. კევინ ლისთან დუ ბრონქსმა მესამე რაუნდში გილიოტინის მახრჩობელათი იმარჯვა და თავისი საბმიშენებით მოგების რეკორდი 14 ბრძოლამდე გააუმჯობესა.


წელი ჩარლზმა ტონი ფერგიუსონთან ბრძოლით დაასრულა და მეტოქეს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია, მოგებათა სერია კი 8 ბრძოლამდე გაზარდა.



2021 - ჩემპიონობა


2021 წლის მაისში ოლივიერა მსუბუქი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდა. პირველ რაუნდში მიღებული საფრთხის მიუხედავად, ჩარლზმა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, ამასთან მან კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ყველაზე მეტი ფინიში ისტორიაში.


ბრაზილიელმა ტიტული პირველად 2021 წლის დეკემბერში, UFC 269-ზე დროებითი ჩემპიონის, დასტინ ოპორიეს წინააღმდეგ დაიცვა. პირველ რაუნდში ნოკდაუნის შემდეგ, ოლივეირამ მესამე რაუნდში ბრძოლა საბმიშენით მოიგო და კარიერაში მე-12 Performance of the Night ბონუსი მიიღო.



2022 - ტიტულის დაკარგვა


ოლივეირას ტიტული მეორედ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ უნდა დაეცვა, თუმცა ჩარლზმა წონა ვერ ჩააბარა და შედეგად ამ ბრძოლის შემდეგ ქამრის მოპოვება მხოლოდ გეიჯის შეეძლო. UFC-ის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ქამარი ვაკანტური წონის ჩაგდების გამო გახდა. ბრძოლაში ოლივეირამ პირველივე რაუნდში თავისი მორიგი საბმიშენით იმარჯვა.


2022 წლის ოქტომბერში, UFC 280-ზე ვაკანტური ტიტულისთვის ჩარლზი ისლამ მახაჩევს შეხვდა და მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.


2023 - რემატჩის გაშვებული შანსი


2023 წლის ივნისში ოლივიერა ბენილ დარიუშს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივერრაუნდში ტექნიკური ნოკაუტითთ დაამარცხა, ამით კი კარიერაში მე-13 საღამოს პერფორმანსის ბონუსი მიიღო.


ოქტომბერში UFC 294-ზე ოლივეირა ტიტულისთვის ისლამ მახაჩევს უნდა შებრძოლებოდა, თუმცა ტრავმის გამო ღონისძიებას ჩაეხსნა და ის ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ჩაანაცვლა.



2024 - მარცხი და მოგება


2024 წლის აპრილში ოლივიერა არმან ცარუკიანს დაუპირისპირდა და მასთან გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რითიც ტიტულისთვის ბრძოლას დროებით ჩამოშორდა.


შემდეგ ჩარლზი UFC 309-ზე, რომელიც გასული წლის ნოემბერში გაიმართა, მაიკლ ჩენდლერს შეხვდა და 5-რაუნდიან ბრძოლაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.


2025 წელს თავის პირველ ბრძოლას ოლივეირა მსუბუქი დივიზიონის ვაკანტური ტიტულისთვის ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლა 29 ივნისს, UFC 317-ზე გაიმართება.


ილია კი ოქტაგონზე ლეგენდარული მებრძოლის წინააღმდეგ გავა, რომელიც ყოფილ ჩემპიონთან ერთად სხვა ბევრი რეკორდის მფლობელიცაა:


ყველაზე მეტი ბონუსი UFC-ის ისტორიაში (20)

ყველაზე მეტი ფინიში UFC-ის ისტორიაში (20)

ყველაზე მეტი საბმიშენი UFC-ის ისტორიაში (16)

ვიდეოს საყურებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩარლზ ოლივეირა
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ილია თოფურია - მატადორის ისტორია UFC-ში

•
•ქართული
ილია თოფურია - მატადორის ისტორია UFC-ში
•
•ქართული

როდის არის ილია თოფურიას ბრძოლა ?

•ქართული

ქართული

როდის არის ილია თოფურიას ბრძოლა ?
•ქართული

ქართული

უფრო მძიმე დარტყმით - თოფურია VS ოლივეირა

•ქართული

ქართული

უფრო მძიმე დარტყმით - თოფურია VS ოლივეირა
•ქართული

ქართული

"ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - ცარუკიანი თოფურიას

•ქართული

ქართული

"ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - ცარუკიანი თოფურიას
•ქართული

ქართული

News image

12 სთ წინ

ილია თოფურია - მატადორის ისტორია UFC-ში

News image

6 სთ წინ

როდის არის ილია თოფურიას ბრძოლა ?

News image

11 სთ წინ

უფრო მძიმე დარტყმით - თოფურია VS ოლივეირა

News image

9 სთ წინ

"ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - ცარუკიანი თოფურიას