ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ილია თოფურია - მატადორის ისტორია UFC-ში
ქართულიქართული
UFCUFC

ილია თოფურია - მატადორის ისტორია UFC-ში

13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

29 ივნისს, UFC 317-ზე ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. სანამ ქართველი მორიგი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მანამდე გავიხსენოთ თუ რა გზა გაიარა მატადორმა UFC-ში.


2020: ილია თოფურია - დებიუტი


თოფურიას დებიუტი ორგანიზაციაში 2020 წლის ოქტომბერში შედგა. ის შორთ ნოუთისზე იუსეფ ზალალის წინააღმდეგ გავიდა ოქტაგონზე და სადებიუტო ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.



ილია ოქტაგონს მალევე დაუბრუნდა და დეკემბერში დეიმონ ჯექსონს დაუპირისპირდა, რომელთანაც საქმე პირველივე რაუნდში დაამთავრა და მეტოქე დაანოკაუტა. ილიასთვის 2020 წელი და UFC-ში კარიერის სტარტი ბრწყინვალე გამოდგა, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.


2021: თოფურია vs ჰოლი


2021 წლის ივლისში თოფურია რაიან ჰოლს დაუპირისპირდა და მასთანაც პირველივე რაუნდში ბრუტალური გამარჯვება მოიპოვა. ეს ქართველის ერთადერთი ბრძოლა იყო იმ წელს, თუმცა საკმაოდ დასამახსოვრებელი.



2022: თოფურია მსუბუქ დივიზიონში


2022 წლის იანვარში თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ჩხუბი ჩაინიშნა UFC 270-ზე, თუმცა ევლოევი ბრძოლას ჩაეხსნა და მათი დაპირისპირება ვეღარ ვიხილეთ.


აღსანიშნავია, რომ ილიას UFC-ში მსუბუქ წონაში უკვე ჩატარებული აქვს ბრძოლა, ეს 2022 წლის მარტში მოხდა, როცა ის ჯაი ჰერბერტს დაუპირისპირდა.


პირველ რაუნდში ქართველმა დარტყმა თავში მიიღო და ნოკდაუნში ჩავარდა, თუმცა სიტუაციიდან გამოძრომა მოახერხა და მეორე რაუნდში მეტოქე დაანოკაუტა. ამ მოგებით მან საღამოს პერფორმანსის ჯილდო მიიღო.



ამის შემდეგ თოფურიას ოქტომბერში ბრძოლა ედსონ ბარბოსასთან უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მეტოქე ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა და მატადორი წლის ბოლოს ბრაის მიჩელს დაუპირისპირდა UFC 282-ზე. მიჩელთან ილიამ UFC-ში პირველი ბრძოლა მოიგო საბმიშენით, მეტოქეს საქმე მეორე რაუნდში დაუმთავრა და Performance of the Night-ის ბონუსიც დაიმსახურა.


2022 წლის ბოლოს თოფურიას UFC-ში უკვე 5 ბრძოლა დაუგროვდა, საიდანაც ხუთივეში დომინანტურად იმარჯვა - 1 ერთსულოვანი გადაწყვეტილება, 3 ნოკაუტი და 1 საბმიშენი.


2023: ილია თოფურია - დომინაცია ემეტთან


2023 წლის ივნისში ილია ჯოშ ემეტს დაუპირისპირდა და ამერიკელი პირწმინდად გაანადგურა. ქართველმა ხუთივე რაუნდში დომინანტურად იმარჯვა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მორიგი მოგება ჩაიწერა აქტივში, დაპირისპირება კი საღამოს ბრძოლად დასახელდა.



ემეტთან ბრწყინვალე გამარჯვება და 6-მოგებიანი სერია თოფურიასთვის სატიტულო შანსისკენ გზა აღმოჩნდა. UFC 297-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა ჩაინიშნა ილია თოფურიასა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის შორის.


2024: მატადორი - ჩემპიონობა


2024 წლის 18 თებერვალი ქართული სპორტისა და MMA-ის ისტორიაში ისტორიული თარიღია. UFC 298-ზე ორი ქართული გამარჯვება ვიხილეთ, ჯერ მერაბ დვალიშვილმა სძლია დომინანტურად ყოფილ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს, შემდეგ კი საღამოს მთავარი ბრძოლის დრო დადგა.


ილია თოფურიამ მეორე რაუნდში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ავსტრალიელის 4-წლიანი დომინაცია დაასრულა ქვემსუბუქ დივიზიონში. ამ ბრძოლამ ილიას Performance of the Night ჯილდო მოუტანა და რაც მთავარია, UFC-ის ისტორიაში პირველად ქართველი ჩემპიონი ვიხილეთ.


2024 წელს კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა ვიხილეთ. 26 ოქტომბერს, თოფურია გულშემატკივრების კიდევ ერთ ფავორიტსა და დივიზიონის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლ, მაქს ჰოლოუეის შეერკინა.


მატადორმა მესამე რაუნდში მაქსი დაანოკაუტა, რაც იქამდე ჰოლოუეის კარიერაში არ მომხდარა. ილიამ კიდევ ერთი საღამოს პერფორმანსის ჯილდო მიიღო და ქამრის ისტორიული დაცვაც შედგა.



ასეთი იყო ილია თოფურიას 8-მოგებიანი სერია UFC-ში, რომლის გაგრძელებასაც ქართველი 29 ივნისს, UFC 317-ზე კიდევ ერთ გამორჩეულ მებრძოლ ჩარლზ ოლივეირასთან შეეცდება. ქვემსუბუქი დივიზიონის შემდეგ მატადორი უფრო მძიმე დარტყმით მსუბუქი წონის ქამარს შეუტევს.

ვიდეოს საყურებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ილია თოფურია
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როდის არის ილია თოფურიას ბრძოლა ?

•ქართული

ქართული

როდის არის ილია თოფურიას ბრძოლა ?
•ქართული

ქართული

უფრო მძიმე დარტყმით - თოფურია VS ოლივეირა

•ქართული

ქართული

უფრო მძიმე დარტყმით - თოფურია VS ოლივეირა
•ქართული

ქართული

ჩარლზ ოლივეირა - "დუ ბრონქსის" მემკვიდრეობა UFC-ში

•
•UFC
ჩარლზ ოლივეირა - "დუ ბრონქსის" მემკვიდრეობა UFC-ში
•
•UFC

"ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - ცარუკიანი თოფურიას

•ქართული

ქართული

"ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - ცარუკიანი თოფურიას
•ქართული

ქართული

News image

7 სთ წინ

როდის არის ილია თოფურიას ბრძოლა ?

News image

11 სთ წინ

უფრო მძიმე დარტყმით - თოფურია VS ოლივეირა

News image

8 სთ წინ

ჩარლზ ოლივეირა - "დუ ბრონქსის" მემკვიდრეობა UFC-ში

News image

10 სთ წინ

"ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - ცარუკიანი თოფურიას