UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი კატეგორიის ექს-ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლის შესახებ ილაპარაკა.
"რამდენიმე დღის წინ ხელახლა ვუყურე პიოტრთან ჩხუბს და რამდენჯერმე, როცა ერთი-ორი დარტყმით დავაგდე, ის ძალიან სწრაფად და ძლიერად გადმოვიდა კონტრშეტევაზე. თუ მერაბი გადაწყვეტს, რომ "მასთან ცოტა ხნით გაცვლა მინდა", ეს შეიძლება მისი დამარცხების მიზეზი გახდეს.
რაც შეეხება ჩემი და მერაბის დაპირისპირებას, მან მეორე ბრძოლაში რამდენჯერმე ძალიან გამამწარა. უბრალოდ, ძალიან რთულია ვინმესთან ბრძოლა, როცა მისი საჭიდაო უნარები ასეთია და შემდეგ ხელჩართულ ბრძოლასაც იწყებს. ის ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს.
ასევე აღვნიშნავ, რომ მერაბი ხელებით ბრძოლისას გაცილებით თავდაჯერებულია. მან ეს ტექნიკა მაგრად გააუმჯობესა", - თქვა ო'მალიამ საკუთარ პოდკასტში.
აქვე დავამატოთ, რომ ბოლო დღეებში ქართველი მანქანის შესახებ უმარ ნურმაგომედოვმაც ისაუბრა. მისი თქმით, დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლის წოდებას იმ შემთხვევაშიც კი იმსახურებს, თუკი პიოტრ იანთან დამარცხდება.