VIDEO: 10-კაციან გუნდს ბოლო წუთებზე მოაგებინა - ქვილითაიას არისი თასის 1/8 ფინალშია
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქვილითაიამ, კვიპროსის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე, ომონია 29 მაისთან შეხვედრაში ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
არისი 72-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, როცა ანგარიში 1:1 იყო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი არისის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა - ბურთთან ქართველი ფორვარდი მივიდა და ცივსისხლიანად გაიტანა.
ქვილითაიას 14 აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა გატანილი. მაშინ ევროტურნირებზე შეაგდო, ეს კი, კვიპროსის მასშტაბით, წლევანდელ სეზონში მისთვის პირველი გოლია.
თასის შემდეგ ეტაპზე არისის მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა.