მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, 1/2 ფინალური ეტაპის საგზური და, შესაბამისად, გარანტირებული მედალი 4-მა ქართველმა მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის მედლები გაინაღდეს: ჯონი ხაბურზანიამ (46 კგ.), გიორგი ახვლედიანმა (52 კგ.), დავით ალიხანაშვილმა (54 კგ.) და ალექსი გუნიამ (60 კგ.).
შედეგად, საქართველოს დელეგაციამ კონტინენტის პირველობაზე უკვე 8 მედალი გაინაღდა, რადგან გუშინ 1/2 ფინალის საგზური თორნიკე სიმონიშვილმა (40 კგ.), საბა კერძევაძემ (44 კგ.), ელენე ქარჩავამ (48 კგ.) და ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ.).
ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე 14 მოკრივით გახლდათ წარმოდგენილი. ტურნირი 26 ოქტომბერს სრულდება.