სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ანრი ხოზრევანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
67 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, ხოზრევანიძემ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების წარმომადგენელი ჰიებ მაკარნკა დაამარცხა, ხოლო ფინალური შეხვედრა ეგვიპტელ მოჰამედ ჰასან აბდელრეჰიმთან დათმო.
ხოზრევანიძის მიერ მოპოვებული მედალი საქართველოსთვის მიმდინარე ტურნირზე მესამეა - თემურ ორჯონიკიძე (77 კგ.) ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ.) კი ბრინჯაო დაისაკუთრა.