VIDEO: სადებიუტო მატჩი ლიგაზე ძირითადიდან - მამარდას ლივერპულმა აინტრახტი გაანადგურა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში პირველად დაიწყო და სადებიუტო გამარჯვებაც მოიპოვა. მისმა ლივერპულმა ფრანკფურტის აინტრახტს გერმანიაში 5:1 მოუგო.
ქართველ მეკარეს საქმე პრაქტიკულად არ ჰქონია და კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ, 26-ე წუთზე დაურტყეს, როცა ფრანკფურტელებმა სწრაფი კონტრშეტევა კარგად გაითამაშეს და კრისტენსენმა შორეულ კუთხეში შესანიშნავად დაარტყა.
ამის შემდეგ, არნე სლოტის გუნდმა 5 გოლი გაიტანა - ეკიტიკემ, ვან დეიკმა, კონატემ, ხაკპომ და სობოსლაიმ.
შედეგად, ლივერმა 6 ქულა მოაგროვა და ცხრილის მე-10 ადგილზე აინაცვლა. მომდევნო ტურში, 4 ნოემბერს, მადრიდის რეალს ენფილდზე უმასპინძლებს.