უმარ ნურმაგომედოვის აზრით, მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო UFC-ის მებრძოლის სტატუსს იმსახურებს.
7 დეკემბერს ქართველი საჩემპიონო ქამარს 2025 წელს მეოთხედ დაიცავს - აქამდე, წელს გამართულ ბრძოლებში მან თავად ნურმაგომედოვი, შონ ო'მალი და კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
„ვფიქრობ, ის იმსახურებს, რომ წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდეს. იმიტომ რომ მეოთხედ იცავს ქამარს და ეს არავის გაუკეთებია.
ის ძალიან აქტიურია და ეს ძალიან მაგარია, რა უნდა ვთქვა. მხოლოდ მე კი არა, ამას ნებისმიერი იტყვის.
როგორც მებრძოლი ის ძალიან კარგია." - აღნიშნა უმარმა.