UFC-ის ექს-ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ, მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ბრძოლა UFC 323-ზე 7 დეკემბრის გამთენიისას გაიმართება.
„პიოტრის მოგების დაჯერება მიჭირს. მერაბი სულ სხვა დონეზეა. მგონია, რომ იანის ერთადერთი შანსი - ნოკაუტია. მერაბი არ დაიღლება, ეს ზუსტად ვიცი. პიოტრს პირველივე წამიდან შეტევაში ყოფნა სჭირდება, იმიტომ რომ მერაბივით ვერ ჭიდაობს.
პარტერში ის ხიფათს არ წარმოადგენს - ნანახიც კი არ მაქვს, რომ მას ოდესმე საბმიშენის შესრულება ეცადა. ეს მერაბს აძლევს საშუალებას, უბრალოდ თავისი საქმე გააგრძელოს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ დვალიშვილი ყველა მომდევნო ბრძოლაში უფრო და უფრო უკეთესი ხდება." - აღნიშნა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ იანი და დვალიშვილი ერთმანეთს 2023 წლის მარტში პირველად უკვე დაუპირისპირდნენ, მაშინ ქართველმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღო.