ხამზატ ჩიმაევის აზრით, არმან ცარუკიანს ილია თოფურიას დამარცხება შეუძლია.
„არმანი კარგი დამრტყმელია. მეტიც, არამგონია, ის დარტყმის ტექნიკაში თოფურიას დიდად ჩამორჩებოდეს. ჩამორჩება თუ არა ძალით? როგორც ბრძოლებში ჩანს, კი - თოფურია მაგრად ურტყამს.
ჩემთვის ეს საინტერესო ბრძოლა იქნებოდა, სადაც შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. თუ არმანი თავის სტილს მოახვევს თავს, ბრძოლის ფრთხილად მოგებაც შეუძლია. თუმცა, თუ თოფურია მოარტყამს, მაშინ ის მოიგებს." - აღნიშნა UFC-ს ქვე-მსუბუქი წონის ჩემპიონმა.
2024 წლის აპრილის შემდეგ თავის პირველ ბრძოლას ცარუკიანი 22 ნოემბერს, დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართავს.