ილია თოფურიამ აღნიშნა, რომ ჯერჯრეობით თავისი მომავალი მეტოქის ვინაობა არ იცის.
„ჯერჯერობით ოფიციალური გეგმა არ გვაქვს, თუმცა ვისაც არ უნდა შევხვდეთ, ყველას სიყვარულით მივიღებთ." - აღნიშნა ქართველმა სპორტსმენმა.
უკანასკნელი ბრძოლა P4P ნომერ პირველმა მებრძოლმა ივნისის ბოლოს, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა, რომელიც პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის დასაწყისში თოფურია ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.