ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე ჰკითხეს.
„შესაძლო მეტოქეები? ცალსახად პედი პიმბლედი - მასთან დიდი ისტორია მაკავშირებს. ვფიქრობ, ეს არის ბრძოლა, რომლის ხილვაც ყველას უნდა.
თქვენც გინდათ, რომ ის გავუკეთო, რასაც ხმამაღლა ვერ ვიტყვი.
სხვა დანარჩენზე რავიცი - მოვიდეს ვისაც უნდა." - აღნიშნა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა.
უკანასკნელი ბრძოლა თოფურიამ ივნისში ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქამრის პირველ დაცვას ილია იანვარში, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს.