უმარ ნურმაგომედოვის თქმით, მერაბ დვალიშვილთან რევანში მისთვის მეტს ნიშნავს, ვიდრე საჩემპიონო ქამარი.
„თუ ქამარსა და მერაბთან რევანშს შორის უნდა ავირჩიო, მაშინ, ალბათ, ჩემთვის რევანში უფრო მნიშვნელოვანია. შურისძიება უფრო მეტად მინდა. ვნახოთ.
შესაძლოა, მან პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ მცირე პაუზა აიღოს - ბოლოს და ბოლოს, წელს მეოთხედ იბრძვის და ეს მარტივი არ არის.
ვნახოთ, რა მოხდება ჩვენი ბრძოლების შემდეგ. თუმცა, მე ოქტაგონზე გასვლა იანვარში ან თებერვალშივე მინდა, არავის ლოდინს არ ვაპირებ. საბოლოოდ, გადაწყვეტილება UFC-ის მისაღები იქნება." - აღნიშნა მერაბმა.
შემდეგ ბრძოლას ნურმაგომედოვი მარიო ბაუტისტას წინააღმდეგ, 25 ოქტომბერს UFC 321-ზე გამართავს, დვალიშვილი კი 7 დეკემბერს პიოტრ იანს დაუპირისპირდება.