ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრან პრი იმართება.
სან პაულოში სპრინტი გაიმართა, რომელიც ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა.
ბრიტანელმა სპრინტის კვალიფიკაციაზე მოპოვებული პოულ პოზიციის შენარჩუნება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მას მეორე ადგილიდან კიმი ანტონელი აწუხებდა და სპრინტის ბოლომდე ცდილობდა მისთვის შეტევას.
სპრინტში მესამე პოზიცია მერსედესის კიდევ ერთმა პილოტმა, ჯორჯ რასელმა შეძლო.
უქულოდ დარჩა ოსკარ პიასტრი, რომელმაც ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და ბარიერს შეეჯახა, შესაბამისად საჩემპიონო დავაში ლანდო ნორისმა მასთან სხვაობა გაზარდა.
ბრაზილიურ სპრინტში ქულები ასე განაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 8 ქულა
2. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 7 ქულა
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 6 ქულა
4. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 5 ქულა
5. შარლ ლეკლერი (ფერრი) - 4 ქულა
6. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 3 ქულა
7. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 2 ქულა
8. პიერ გასლი (ალპინი) - 1 ქულა
ამ მომენტისთვის საჩემპიონო დავაში ასეთი სიტუაციაა:
1. ლანდო ნორისი - 365 ქულა
2. ოსკარ პიასტრი - 356 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 326 ქულა
რბოლის კვალიფიკაცია დღეს 22:00 საათზე დაიწყება, რბოლა კი ხვალ 21:00 საათზე გაიმართება.