ბრედ პიტის მონაწილეობით გადაღებული ფორმულა 1-ის ფილმი მარტში გასამართი პრესტიჟული ცერემონიის წინ ოსკარზეა ნომინირებული.
ფილმი 2025 წელს გამოვიდა და სონი ჰეიზის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც პენსიიდან დაბრუნებაზე თანხმდება, რათა გაჭირვებაში მყოფ APXGP-ის გუნდს დაეხმაროს. მისი თანაგუნდელი ჯოშუა პირსია, ხოლო ორი მრბოლელს როლს შესაბამისად ბრედ პიტი და დამსონ იდრისი ასრულებენ.
ფორმულა 1 აქტიურად იყო ჩართული ფილმის გადაღების პროცესში, მათ შორის რამდენიმე გრან-პრის დროსაც. ერთ-ერთი მათგანი 2023 წლის ბრიტანეთის გრან-პრი იყო, სადაც ბოლიდები რეალურად განლაგდნენ სტარტის ბადეზე ფორმირების წრისთვის, სანამ ტრასას დატოვებდნენ.
ლუის ჰამილტონი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო. ფილმმა დაახლოებით 631 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ბრედ პიტის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარი გახდა, რითაც 2013 წლის „მსოფლიო ომი Z“-ს გადაასწრო.
დაჯილდოების სეზონის დაწყებასთან ერთად, ფორმულა 1 ოთხ ოსკარზეა ნომინირებული, მათ შორის ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში - საუკეთესო ფილმი.
ბოლო სპორტული ფილმი, რომელმაც მთავარი ჯილდო მოიგო, 2004 წელს „მილიონდოლარიანი ბავშვი“ იყო.
ფილმი ასევე შემდეგ ნომინაციებზეა წარდგენილი: საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო ხმა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები.
ცერემონია 15 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართება, იმავე დღეს, როცა ფორმულა 1-ში ჩინეთის გრან-პრი ჩატარდება.