6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბოლო წლებში ამ სპორტის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით აშშ-ში, რაშიც დიდი წვლილი Netflix-ის დოკუმენტურ სერიალს, Drive to Survive-ს მიუძღვის. შედეგად, სამყაროს ახალი ამერიკული გუნდი, Cadillac შეუერთდა. ამ ყველაფერმა კი 22-ვე პილოტისა და 11 კონსტრუქტორის ბიუჯეტზე დადებითად იმოქმედა.
2026 წლის სეზონში 22-დან 20 მრბოლელის ხელფასი 1 მილიონ დოლარს აჭარბებს.
გთავაზობთ 2026 წლის სეზონის სახელფასო რეიტინგს (მონაცემები ეყრდნობა RacingNews365-ის წყაროებს და არ მოიცავს ბონუსებსა თუ სარეკლამო შემოსავლებს):
რეიტინგის სათავეში სპორტის ორი ლეგენდა დგას. მაქს ვერსტაპენი Red Bull-ში კვლავ რეკორდსმენია: მისი წლიური ანაზღაურება 70 მილიონ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მისი ოთხწლიანი საჩემპიონო სერია შეწყდა, 28 წლის ნიდერლანდელი ამ თანხას ნამდვილად იმსახურებს: ბოლო ხუთ წელიწადში ჩატარებული 114 რბოლიდან მან 61 მოიგო.
მეორე ადგილზე ლუის ჰამილტონია. Ferrari-ში მეორე სეზონის წინ მისი ხელფასი 60 მილიონი დოლარია. მართალია, შარშან შვიდგზის ჩემპიონს იტალიურ გუნდში არც გამარჯვება ჰქონია და არც პოდიუმი, მაგრამ 41 წლის ბრიტანელი კვლავ რჩება რეკორდსმენად მოგებების (105) და პოდიუმების (202) რაოდენობით.
მათ გარდა, 30-მილიონიან ზღვარს მხოლოდ სამი პილოტი აჭარბებს: შარლ ლეკლერი (Ferrari, $34 მლნ), ჯორჯ რასელი (Mercedes, $34 მლნ) და ლანდო ნორისი (McLaren, $30 მლნ). აღსანიშნავია, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სწორედ ნორისია, რომელმაც გასულ სეზონში 7 რბოლა მოიგო.
სიის ბოლოში ის პილოტები არიან, რომლებიც ფორმულა 1-ში პირველ ან მეორე სრულ სეზონს ატარებენ. ფრანკო კოლაპინტოს (Alpine) და არვიდ ლინდბლადის (Racing Bulls) ხელფასები 500,000-დან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობს. 18 წლის ლინდბლადი წელს ყველაზე ახალგაზრდა პილოტია.
ოლივერ ბერმანი (Haas) და ლიამ ლაუსონი (Racing Bulls) კი 1-1 მილიონ დოლარს მიიღებენ.
მაქს ვერსტაპენი (Red Bull) – $70 მლნ
ლუის ჰამილტონი (Ferrari) – $60 მლნ
შარლ ლეკლერი (Ferrari) – $34 მლნ
ჯორჯ რასელი (Mercedes) – $34 მლნ
ლანდო ნორისი (McLaren) – $30 მლნ
ფერნანდო ალონსო (Aston Martin) – $20 მლნ
კარლოს საინსი (Williams) – $13 მლნ
ოსკარ პიასტრი (McLaren) – $13 მლნ
ალექს ალბონი (Williams) – $12 მლნ
პიერ გასლი (Alpine) – $12 მლნ
ლენს სტროლი (Aston Martin) – $12 მლნ
სერხიო პერესი (Cadillac) – $8 მლნ
ესტებან ოკონი (Haas) – $7 მლნ
ნიკო ჰიულკენბერგი (Audi) – $7 მლნ
ისააკ აჯარი (Red Bull) – $5 მლნ
ვალტერი ბოტასი (Cadillac) – $5 მლნ
გაბრიელ ბორტოლეტო (Audi) – $2 მლნ
კიმი ანტონელი (Mercedes) – $2 მლნ
ოლივერ ბერმანი (Haas) – $1 მლნ
ლიამ ლაუსონი (Racing Bulls) – $1 მლნ
ფრანკო კოლაპინტო (Alpine) – $0.5 - $1 მლნ
არვიდ ლინდბლადი (Racing Bulls) – $0.5 - $1 მლნ

გიორგი ლემონჯავა
კომენტარები