• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ანტონელის პირველი მოგება და ჰამილტონის პირველი პოდიუმი ფერარიში
სხვა სპორტისხვა სპორტი

ანტონელის პირველი მოგება და ჰამილტონის პირველი პოდიუმი ფერარიში

11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფორმულა 1-ში ჩინეთის გრან პრი შედგა.


რბოლა პოულ პოზიციაზე კიმი ანტონელიმ დაიწყო, რომელმაც სტარტზე ლუის ჰამილტონთან პოზიცია დაკარგა, თუმცა ლიდერობა მალევე დაიბრუნა და საბოლოოდ რბოლის გამარჯვებულიც გახდა.


მე-2 ადგილი მერსედესის კიდევ ერთმა პილოტმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა, რომელსაც სტარტზე ფერარისთან ასევე გაუჭირდა, თუმცა მერსედესმა დუბლი მაინც შეასრულა. მე-3 ადგილზე კი ლუის ჰამილტონი გავიდა, რომელმაც შიდა დუელი შარლ ლეკლერს მოუგო და დიდხნიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნდა.


19 წლის კიმი ანტონელიმ კარიერაში პირველი რბოლა მოიგო და ფორმულა 1-ის ისტორიაში გახდა მე-2 თინეიჯერი, რომელმაც გრან პრის მოგება შეძლო. პირველი ეს მაქს ვერსტაპენმა გააკეთა.


ლუის ჰამილტონმა კი ფერარიში პირველი პოდიუმი მოიპოვა და 2024 წლის შემდეგ პირველად გავიდა რბოლის სამეულში.


ასევე გამოსარჩევია ოლი ბერმანის შედეგიც, რომელმაც ჰაასთან ერთად მე-5 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, ალპინის ორივე პილოტის პერფორმანსიც, პიერ გასლიც და ფრანკო კოლაპინტოც ქულებში მოხვდნენ.


პრობლემებია კონსტრუქტორთა მოქმედ ჩემპიონ მაკლარენში, ლანდო ნორისმა და ოსკარ პიასტრიმ რბოლაც კი ვერ დაიწყეს. მაქს ვერსტაპენი კი ასპარეზობას შუა რბოლისას ტექნიკური პრობლემის გამო გამოეთიშა.


ჩინეთის რბოლის შედეგად ათეულში ქულები ასე განაწილდა:


1. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 25 ქულა

2. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 18 ქულა

3. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 15 ქულა


4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 12 ქულა

5. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 10 ქულა

6. პიერ გასლი (ალპინი) - 8 ქულა

7. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 6 ქულა

8. ისაკ ჰაჯარი (რედ ბული) - 4 ქულა

9. კარლოს საინსი (უილიამსი) - 2 ქულა

10. ფრანკო კოლაპინტო (ალპინი) - 1 ქულა


ავსტრალიისა და ჩინეთის გრან პრიების შემდეგ მრბოლელთა ცხრილში ასეთი სიტუაციაა:


1. ჯორჯ რასელი - 51 ქულა

2. კიმი ანტონელი - 47 ქულა

3. შარლ ლეკლერი - 34 ქულა

4. ლუის ჰამილტონი - 33 ქულა

5. ოლი ბერმანი - 17 ქულა


6. ლანდო ნორისი - 15 ქულა

7. პიერ გასლი - 9 ქულა

8. მაქს ვერსტპანი - 8 ქულა

9. ლიამ ლოუსონი - 8 ქულა

10. არვიდ ლინდბლადი - 4 ქულა


კონსტრუქტორთა დავას კი მერსედესი ლიდერობს:


1. მერსედესი - 98 ქულა

2. ფერარი - 67 ქულა

3. მაკლარენი - 18 ქულა

4. ჰაასი - 17 ქულა

5. რედ ბული - 12 ქულა

6. რეისინგ ბულსი - 12 ქულა


7. ალპინი - 10 ქულა

8. აუდი - 2 ქულა

9. უილიამსი - 2 ქულა

10. კადილაკი - 0 ქულა

11. ასტონ მარტინი - 0 ქულა


ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი 27-29 მარტს იაპონიაში გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფერარი
ჯორჯ რასელი
ლუის ჰამილტონი
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ანტონელი რეკორდსმენია - კვალიფიკაციის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელი რეკორდსმენია - კვალიფიკაციის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჩინეთის სპრინტი რასელმა მოიგო - ანტონელი კვალიფიკაციის რეკორდსმენი გახდა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჩინეთის სპრინტი რასელმა მოიგო - ანტონელი კვალიფიკაციის რეკორდსმენი გახდა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მილიონები ტრასაზე: რამდენს გამოიმუშავებენ ფორმულა 1-ის ვარსკვლავები

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მილიონები ტრასაზე: რამდენს გამოიმუშავებენ ფორმულა 1-ის ვარსკვლავები
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის პოული ჩინეთში - სპრინტის კვალიფიკაციის შედეგები

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის პოული ჩინეთში - სპრინტის კვალიფიკაციის შედეგები
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

14 მარ, 2026

ანტონელი რეკორდსმენია - კვალიფიკაციის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები

News image

14 მარ, 2026

ჩინეთის სპრინტი რასელმა მოიგო - ანტონელი კვალიფიკაციის რეკორდსმენი გახდა

News image

6 სთ წინ

მილიონები ტრასაზე: რამდენს გამოიმუშავებენ ფორმულა 1-ის ვარსკვლავები

News image

13 მარ, 2026

ჯორჯ რასელის პოული ჩინეთში - სპრინტის კვალიფიკაციის შედეგები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება