დღეს ჩინეთის გრან პრიზე სპრინტი და რბოლის კვალიფიკაცია გაიმართა.
სპრინტი, რომლის პოულ პოზიციაც ჯორჯ რასელს ეკუთვნოდა, სწორედ ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა, მე-2 და მე-3 ადგილები კი ფერარის პილოტებმა, შარლ ლეკლერმა და ლუის ჰამილტონმა დაიკავეს.
სპრინტის შედეგად ქულები ასე განაწილდა:
1. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 8 ქულა
2. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 7 ქულა
3. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 6 ქულა
4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 5 ქულა
5. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 4 ქულა
6. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 3 ქულა
7. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 2 ქულა
8. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 1 ქულა
სპრინტის შემდეგ მრბოლელთა ცხრილში ასეთი სიტუაციაა:
1. ჯორჯ რასელი - 33 ქულა
2. კიმი ანტონელი - 22 ქულა
3. შარლ ლეკლერი - 22 ქუ;ა
4. ლუის ჰამილტონი - 18 ქულა
5. ლანდო ნორისი - 15 ქულა
6. მაქს ვერსტაპენი - 8 ქულა
7. ოლი ბერმანი - 7 ქულა
8. არვიდ ლინდბლადი - 4 ქულა
9. ოსკარ პიასტრი - 3 ქულა
10. გაბრიელ ბორტოლეტო - 2 ქულა
სპრინტის შემდეგ კი რბოლის კვალიფიკაცია გაიმართა, სადაც პირველ რიგში მერსედესის პილოტები მოხვდნენ. პოულ პოზიცია კიმი ანტონელიმ მოიპოვა, მე-2 ადგილზე კი ჯორჯ რასელი გავიდა, რომლის ბოლიდსაც პრობლემები შეექმნა, თუმცა ბრიტანელმა დრო მაინც დააფიქსირა.
რბოლას მე-2 რიგიდან ფერარის მრბოლელები, ლუის ჰამილტონი და შარლ ლეკლერი დაიწყებენ, მე-3 რიგში კი მაკლარენები, ოსკარ პიასტრი და ლანდო ნორისი იდგებიან.
კიმი ანტონელიმ დღევანდელი შედეგით რეკორდი მოხსნა და ფორმულა 1-ის ისტორიაში პოულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. 19 წლის იტალიელმა სებასტიან ფეტელის რეკორდი გააუმჯობესა.
ჩინეთის გრან პრის რბოლა 15 მარტს, 11:00 საათზე დაიწყება.
