გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ლა ლიგაში ვიხილოთ.
ავტორიტეტული ბელგიელი ინსაიდერი საშა ტავოლიერი იტყობინება, რომ უოტფორდის ქართველი ნახევარმცველის შეძენა ვალენსიას სურს.
ესპანური კლუბი უოტფორდს ჩაკვეს ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა.
ჩაკვეტაძის პირადი კონტრაქტის დეტალები ვალენსიასთან პრობლემა არ იქნება. მთავარია, შეთანხმება კლუბებმა მიაღწიონ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჩაკვე ტრავმირებულია და ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება.