თბილისში კალათბურთის 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.
საქართველომ U16 ევრობასკეტზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველებმა რუმინეთი 88-84 დაამარცხეს და ტურნირზე მე-11 ადგილი დაიკავეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს სერბეთი და ლიეტუვა დაუპირისპირდნენ. მატჩი სერბების გამარჯვებით 99-86 დამთავრდა და თბილისში გამართული U16 ევრობასკეტიც მათი ჩემპიონობით დასრულდა.
ტურნირზე ადგილები ასე გადანაწილდა.
1. სერბეთი
2. ლიეტუვა
3. სლოვენია
4. იტალია
5. საფრანგეთი
6. ლატვია
7. თურქეთი
8. ესპანეთი
9. გერმანია
10. საბერძნეთი
11. საქართველო
12. რუმინეთი
13. ისრაელი
14. ესტონეთი
15. ფინეთი
16. შვეიცარია
საქართველომ მე-11 ადგილის დაკავებით A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.