მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე გერმანიაშია და ჰაიდენჰაიმთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება.
ქართველი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ზივზივაძეს კარლსრუესთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებდა.
რაც შეეხება ჰაიდენჰაიმს, გუნდი 15 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 10 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნი ზონის პლეიაუტის პოზიციაზეა.
გუნდი ასევე უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობს, სადაც 1/16 ფინალში კოპენჰაგენს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები