-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ტორონტო რეპტორსს შეხვდა და 106-97 დაამარცხა.
მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-14 ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება.
გოგა შეუერთდა მეჯიქის ცენტრებს - შაკილ ო'ნილს, დუაით ჰოვარდსა და ნიკოლა ვუჩევიჩს, რომლებმაც ასეთი რიცხვები დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ბოლო 11 მატჩში 9 ორმაგი დუბლი დააფიქსირა.
ორლანდოს ქულებში ტრისტან და სილვამ ულიდერა (25 ქულა). მეჯიქი 36 შეხვედრაში 21 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები