• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
ბრიტანული კლუბების ინტერესი და მადრიდული ვეტო
ფეხბურთიფეხბურთი

ბრიტანული კლუბების ინტერესი და მადრიდული ვეტო

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

Defensa Central-ის ინფორმაციით, რეალ მადრიდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ჯუდ ბელინგემი, არდა გიულერი და ორელიენ ჩუამენი სრულად ხელშეუხებელ მოთამაშეებად გამოაცხადა, მიუხედავად პრემიერ ლიგის მხრიდან მზარდი ინტერესისა.


რამდენიმე ინგლისური კლუბი ამზადებს წინადადებებს, რომლებმაც შესაძლოა 100 მილიონ ევროსაც გადააჭარბოს, რაც, წესით, დიდ სატრანსფერო საგაში უნდა გადაზრდილიყო. თუმცა, კლუბის შიგნით ყოყმანი არ არსებობს, ხელმძღვანელობის გზავნილი მკაფიოა: ეს ფეხბურთელები ხელშეუხებლები არიან.

ამის მიზეზი ისაა, რომ სამივე მათგანი ახალგაზრდაა, განვითარების პროცესშია და უკვე გადამწყვეტ როლს ასრულებს გუნდში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მათ გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებთ, რაც რეალ მადრიდს მათ მომავალზე სრულ კონტროლს აძლევს.


ბელინგემი და ტრავმები


რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს, მისი ფორმის ბოლოდროინდელი ვარდნის გამო გარეშე პირებისგან გარკვეული კრიტიკა ისმის. მიუხედავად ამისა, კლუბის შიგნით სრული სიმშვიდეა. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემები ტრავმების შედეგია და არა ხარისხის დაქვეითების.

ინგლისელი ნახევარმცველი ბოლო თვეების განმავლობაში ფიზიკურ პრობლემებს ებრძვის, რამაც დაურღვია რიტმი და სეზონის დატვირთულ ფაზაში მის თამაშზეც იმოქმედა. რეალ მადრიდში იციან, რომ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ბელინგემი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია.


რა ხდება ჩუამენისა და გიულერის შემთხვევაში?


ორელიენ ჩუამენიმ თავი დაიმკვიდრა, როგორც თავის პოზიციაზე ერთ-ერთმა ყველაზე საიმედო მოთამაშემ. კლუბის ნდობა მის მიმართ აშკარაა, მით უმეტეს, რომ იგეგმება მისი კონტრაქტის გახანგრძლივება 2031 წლამდე.

რაც შეეხება არდა გიულერს, ის ამ სამეულში, შესაძლოა, ყველაზე დაუფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ ხვდება მთავარ სათაურებში, მისი სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. ახალგაზრდა თურქმა ტალანტმა ამ სეზონში უფრო მნიშვნელოვანი როლი მოირგო და ყველა ტურნირზე სტაბილურად ასპარეზობს.

მისი მონაგარი, 5 გოლი და 13 საგოლე გადაცემა, აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ის მიმდინარე სეზონში, რის გამოც რეალ მადრიდი მის გაყიდვასაც არ განიხილავს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ფლორენტინო პერესი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მბაპე: „ამ კლუბში რონალდუსაც აკრიტიკებდნენ, მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: „ამ კლუბში რონალდუსაც აკრიტიკებდნენ, მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოჩეტინომ რეალსა და ტოტენჰემში შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოჩეტინომ რეალსა და ტოტენჰემში შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო: "რონალდუს ამოაკლებთ და პორტუგალია საშუალო დონის გუნდია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო: "რონალდუს ამოაკლებთ და პორტუგალია საშუალო დონის გუნდია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რომელ ქალაქში ვისურვებდი ცხოვრებას?" - ენცოს მორიგი მინიშნება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რომელ ქალაქში ვისურვებდი ცხოვრებას?" - ენცოს მორიგი მინიშნება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 მარ, 2026

მბაპე: „ამ კლუბში რონალდუსაც აკრიტიკებდნენ, მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?"

News image

3 სთ წინ

პოჩეტინომ რეალსა და ტოტენჰემში შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

News image

29 მარ, 2026

მოურინიო: "რონალდუს ამოაკლებთ და პორტუგალია საშუალო დონის გუნდია"

News image

30 მარ, 2026

,,რომელ ქალაქში ვისურვებდი ცხოვრებას?" - ენცოს მორიგი მინიშნება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება