ჩელსის ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი კვლავ მიანიშნებს, რომ ზაფხულში სტემფორდ ბრიჯის დატოვებით დაინტერესებულია.
ჩელსის ფეხბურთელს ჰკითხეს, რომელ ქალაქებში ისურვებდა ცხოვრებას და მან მადრიდი აირჩია. როდესაც ჰკითხეს, მადრიდის რომელ კლუბში სურდა თამაში, მან მხოლოდ ღიმილით უპასუხა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდება ცნობები, რომ ფერნანდესი ამ ზაფხულს ჩელსის დატოვებს და მადრიდის რეალში გადავა.
ჩელსი მიმდინარე სეზონში რთულ მდგომარეობაშია და დიდი ალბათობით, ბოლო 3 სეზონიდან მეორედ ვერ მოხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩელსის უუნარობამ სტაბილურად იასპარეზოს უმაღლეს დონეზე 25 წლის ფეხბურთელში იმედგაცრუება გამოიწვია და მას კლუბში დარჩენა აღარ სურს.
ფერნანდესი კარიერის საუკეთესო პერიოდში შედის. მიმდინარე სეზონში მან 46 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დააგროვა.