ჯანლუიჯი ბუფონმა აღიარა, თუ რა რჩევა მისცა იუვენტუსის ახალ მეკარეს, გულიელმო ვიკარიოს.
ტურინელებმა იტალიელი გოლკიპერი ტოტენჰემიდან იჯარით დაიმატეს, 8+2 მილიონი ევროს გამოსყიდვის უფლებით.
„გულიელმოს მხოლოდ ერთი რჩევა მივეცი: ისიამოვნე ამ გამოცდილებით. იუვენტუსში თამაში პრივილეგიაა და სადაც არ უნდა წახვიდე, ამ მაისურის მნიშვნელობას ყოველთვის გრძნობ.
მას ხშირად აფასებენ ისეთები, ვისაც მეკარის როლი ბოლომდე არ ესმის. გასულ სეზონში ვიკარიო ტოტენჰემში ძლიერ გააკრიტიკეს, თუმცა მან უდიდესი გამოცდილება მიიღო და ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.
როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს, 99.99%-ში ამის გამო მეკარე იტანჯება“, - განაცხადა იუვენტუსის ექს-გოლკიპერმა.