მილანის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა სერია A-ს მე-3 ტურში იუვენტუსთან ფრე (1:1) შეაფასა:
„მოგებას არ ვიმსახურებდით. მართალი რომ ვთქვა, არც იუვენტუსი იმსახურებდა წაგებას. ვცდილობდით ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ ბურთთან ცუდად ვმოქმედებდით. ცუდად ვასრულებდით მარტივ ელემენტებს, რაც ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია.
მხოლოდ ორი თვეა, რაც ერთად ვმუშაობთ. ქულა მოვიპოვეთ, თუმცა აშკარაა, რომ თამაშის გაუმჯობესება და დრო გვჭირდება. სტილის შეცვლას არ ვაპირებთ - ხან კარგი მატჩი გვექნება, ხან ცუდი, მაგრამ მთავარია ბოლომდე ბრძოლა.
თუ ბურთის შენარჩუნება გვსურს, მეტი მოძრაობა და სიმამაცეა საჭირო. თუმცა, შესანიშნავ სტადიონზე, ძლიერი გუნდისა და მწვრთნელის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით.
ბიჭების მიმართ ნეგატიური ვერ ვიქნები, თუმცა მეტს ველოდები და მათაც მეტი სურთ“, - განაცხადა ამორიმმა DAZN-ის ეთერში.