2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩაბი ალონსოს სჯერა, რომ მისი გუნდი ბაიერნთან 1/8 ფინალში 3-ბურთიან ჩამორჩენას აღმოფხვრის.
პირველი შეხვედრა მიუნხენში ბაიერნმა 3:0 მოიგო, საპასუხო კი უკვე დღეს, 11 მარტს, ბაი არენაზე გაიმართება.
„ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ხვალ მხოლოდ ბაიერნმა შეიძლება რაღაც დაკარგოს.
ბაიერნის გულშემატკივართა 100%-ს სჯერა, რომ მათი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა. დარწმუნებული ვარ, ბოხუმის ბევრ ფანსაც არ ეგონა, რომ მათი გუნდი ბაიერნს მოუგებდა, როცა ანგარიში 0:2 იყო, მაგრამ მათ თამაში შემოაბრუნეს და მოიგეს. ფეხბურთში ბევრი მოულოდნელობა ხდება და ეს შეიძლება ახლაც განმეორდეს.
ბუნდესლიგა წაუგებლად მოვიგეთ. ჩემი აზრით, ეს უფრო რთულია, ვიდრე ამ მატჩის შემოტრიალება. ასე რომ ამ გუნდს რთული რაღაცების გაკეთება შეუძლია. ფეხბურთელებმა იციან ეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი გოლი დიდ გავლენას იქონიებს." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები