ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის 45-ე ტურის მატჩს სანდერლენდთან გამოტოვებს.
ქართველის მდგომარეობაზე უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ისაუბრა.
"გიორგის საზარდულზე პრობლემა აქვს. ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად პერსონალურად მასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ."
"მინდა, რომ მოთამაშეებთან პირადად ვიყო კავშირზე და მესმის ახლა ის როგორ მდგომარეობაშია, მისი ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე გიორგი მომდევნო მატჩს გამოტოვებს."
უოტფორდს ჩემპიონშიფში 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, 27 აპრილს გუნდი სანდერლენდს უმასპინძლებს, 4 მაისს კი სეზონის ბოლო შეხვედრაში კლევერლის შეგირდები მიდლსბროს ესტუმრებიან.
გუნდი ამ ეტაპზე 53 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს, ასე რომ უოტფორდს ამ სეზონში საფრთხე აღარ ემუქრება.
კომენტარები
4 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
22 საათის წინ