ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილი გახდა, როგორ წარიმართა ჩავის, ჟოან ლაპორტას და ბარსას სპორტული დირექტორის, დეკუს შეხვედრა.
ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ხელმძღვანელობამ ჩავი კლუბში დარჩენის საჭიროებაზე დაითანხმა და მწვრთნელს წასვლის გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ინიციატორი დეკუ იყო, რომელმაც პირველმა უთხრა ჩავის, რომ კლუბს მისი დარჩენა სურს.
ამ სამეულის შეხვედრა ლაპორტას სახლში გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობაში ჩავის დარჩენასთან დაკავშირებით ხალხის აზრი იყოფოდა, პრეზიდენტს ზუსტად ორი წუთი დასჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ესპანელის შენარჩუნება - კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
იმ შემთხვევისთვის, თუ ჩავი თავის პოზიციაზე ბოლომდე დარჩებოდა, კლუბი მის ალტერნატივად ჰანსი ფლიკს მოიაზრებდა.
კომენტარები
5 დღის წინ
20 საათის წინ