უეფას მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024-25 წლების სეზონში ჩელსიმ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წინასაგადასახადო ზარალი დააფიქსირა.
ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ყოველწლიურად გამოცემული „ევროპული კლუბების ფინანსებისა და ინვესტიციების ლანდშაფტის“ ანგარიში იმ 10 კლუბს მოიცავს, რომლებმაც კონკრეტულ სეზონში ყველაზე დიდი ზარალი განიცადეს.
გასულ სეზონში ლონდონისურმა კლუბმა ამ სიაში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა განსაკუთრებით გამორჩეული სწორედ ზარალის მასშტაბია. Clearlake Capital-ისა და ტოდ ბოულის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმის მფლობელობაში გატარებულ მესამე სრულ სეზონში, კლუბმა €407 მილიონი (£342 მილიონი) წინასაგადასახადო დეფიციტი დააფიქსირა.
ევროპის ფეხბურთის ისტორიაში ამ მასშტაბის ზარალს მხოლოდ ბარსელონას €555 მილიონიანმა დანაკარგმა გადააჭარბა 2020-21 წლების სეზონში, რომელიც როგორც კოვიდ-19 პანდემიის გავლენით, ასევე ჟოან ლაპორტას პრეზიდენტად დაბრუნებით იყო გამოწვეული.
ჩელსის 2024-25 წლების ზარალი ევროპაში მეორე ყველაზე დიდ დეფიციტს ორჯერ მეტით აღემატება.
1. ჩელსი (£342 მილიონი)
2. ლიონი (£165 მილიონი)
3. ტოტენჰემი (£124 მილიონი)
4. მარსელი (£88 მილიონი)
5. ასტონ ვილა (£82 მილიონი)
6. ნოტინგემი (£79 მილიონი)
7. მანჩესტერ სიტი (£79 მილიონი)
8. სტრასბურგი (£69 მილიონი.)
9. აიაქსი (£44 მილიონი)
10. იუვენტუსი (£42 მილიონი)