მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხოსელუმ რეალიდან კატარულ ალ გარაფაში გადასვლა გაიხსენა.
„რეალის დატოვება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი მომენტი იყო, ამ ფაქტს ვერ ვეგუებოდი, იმიტომ რომ მეგონა, რომ მთელ ცხოვრებას რეალში გავატარებდი.
ჩემს ცოლსაც ვერ ველაპარაკებოდი. ლუკას ვასკესმა დამირეკა და ვერაფერი ვუთხარი, შემდეგ ლუკა მოდრიჩმა და ვერც მას დაველაპარაკე.
ძალიან რთული იყო." - აღნიშნა ხოსელუმ.
ესპანელი ფორვარდი რეალიდან ალ გარაფაში გასულ ზაფხულს გადავიდა, სადაც წლიურად დაახლოებით 6 მილიონ ევროს იღებს, რეალში კი 1.2 მილიონს იღებდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები