უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში მადრიდის რეალთან მატჩის წინ, ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.
„რეალთან მატჩი? ვიცით, რა გავუკეთეთ ჩემპიონთა ლიგის მეფეებს, ისინი დაჭრილები არიან. დაჭრილი მეფე კი საშიშია.
როდესაც მატჩის შემდეგ რეალის ერთმა ფეხბურთელმა თავისი მაისური შემომთავაზა, ხუმრობით ჩემს კოლეგებს ვაჩვენე მასზე არსებული სიმბოლო - ჩემპიონთა ლიგის 15 ტიტული.
ისინი მეფეები არიან. ეს მხოლოდ ისტორია არ არის; ჩვენ ამ ტურნირის ფავორიტებთან ვითამაშებთ.“ - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ბენფიკა და რეალი ერთმანეთს ლიგის ფაზის ბოლო ტურში დაუპირისპირდნენ, სადაც ლისაბონელებმა 4-2 იმარჯვეს. ანატოლი ტრუბინის ბოლო წუთზე გატანილი გოლით ბენფიკა პლეიოფში გავიდა, რეალი კი ამ მარცხით ტოპ 8 გუნდს მიღმა დარჩა.
გუნდებს შორის პლეიოფის პირველი დაპირისპირება 17 თებერვალს, 23:55 საათზე დაიწყება.