მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ, ლა ლიგის 24-ე ტურში რეალ სოსიედადთან გამარჯვების (4:1) შემდეგ გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
— რამ გამოიწვია გუნდის მორალური მდგომარეობის შეცვლა?
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ყველაფერი იმ ენერგიამდე და კარგ შედეგებამდე მიდის, რაზეც ადრეც ვსაუბრობდი. გუნდი ნელ-ნელა საკუთარ რითმს პოულობს.
გვქონდა კვირები, როდესაც ძალიან ბევრი „ნაგავი ვჭამეთ“ და ვფიქრობ, ეს დაგვეხმარა, რომ გავზრდილიყავით როგორც მოთამაშეები და როგორც პიროვნებები.
გადავიტანეთ რთული პერიოდი, რომელიც, ჩემი აზრით, დავიმსახურეთ კიდეც. საბოლოოდ, ამან გვაიძულა შევცვლილიყავით და დავმწიფებულიყავით — განსაკუთრებით ჩვენ, მოთამაშეებს, რომლებსაც გასულ და მიმდინარე წელს არაფერი მოგვიგია.
ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ფიქრების მოწესრიგება და დღითიდღე ზრდა. უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც შესაცვლელი იყო, რაღაც ისე არ მიდიოდა, როგორც საჭიროა და ვფიქრობ, ახლა სწორედ ამის დროა, — განაცხადა ვალვერდემ.