პსჟ-ს პრეზიდენტმა და ევროპული საფეხბურთო კლუბების (EFC) თავმჯდომარემ, ნასერ ალ-ხელაიფიმ სუპერ ლიგის პროექტის დახურვაზე კომენტარი გააკეთა:
„მადლობას ვუხდი ფლორენტინო პერესს — ელეგანტურ და ჭკვიან ადამიანს, ვიზიონერს, რომელიც ყოველთვის ფეხბურთის განვითარებისა და გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის.
ოფიციალურად: ევროპის სუპერ ლიგა დაიხურა!
ვინც ამბობს ან სჯერა, რომ პერესმა დღეს წააგო, სრულიად უვიცია და ფეხბურთის არაფერი გაეგება.
უზომოდ ამაყი და მოხარული ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ამ ისტორიულ შეთანხმებაში ჩართულ თითოეულ მხარეს.
მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს, რომელიც დაუღალავად შრომობს ყოველდღე ევროპული ფეხბურთისთვის — ყველაზე ჭკვიან და თავმდაბალ ლიდერს.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ, დამარცხებული არავინაა.
გაიმარჯვა ფეხბურთმა და ეს არის ის, რაც ყველას გვსურდა. ეს იყო მიზანი, რომელიც ფეხბურთისა და მისი გულშემატკივრების საკეთილდღეოდ დავისახეთ“.