კილიან მბაპე ვალენსიასთან მატჩის (2:0) მსაჯის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო სასჯელს გადაურჩება.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მთავარმა არბიტრმა ხავიერ ალბეროლა როხასმა ფრანგ ფორვარდს თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა. მბაპემ მეოთხე რეფერის, დავიდ კამბრონერო გონსალესს გადაწყვეტილების განმარტება სთხოვა. მსაჯმა განაცხადა, რომ ეპიზოდის განხილვა შესვენებაზე შეეძლოთ, თუმცა მეორე ტაიმის დაწყების წინ მბაპეს განმეორებით თხოვნას აღარ უპასუხა, რის შემდეგაც ფრანგმა მას ჯამბაზი უწოდა.
L’Equipe-ის ინფორმაციით, მბაპეს ეს სიტყვები მსაჯის მატჩისშემდგომ ოქმში არ ასახულა, რის გამოც ლიგის სადისციპლინო კომიტეტი ფეხბურთელის დასჯას, უდიდესი ალბათობით, ვერ მოახერხებს.
მსგავსი შემთხვევები ესპანეთის ჩემპიონატში იშვიათი არ არის, თუმცა წესების მიხედვით, თუ ინციდენტი ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიქსირდება, სანქციების გატარება რთულდება.
საბოლოოდ, ვალენსიასთან გასვლითი მატჩი რეალის გამარჯვებით (2:0) დასრულდა, მბაპემ კი ამ მატჩში თავისი მორიგი გოლი გაიტანა.