UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი მიიჩნევს, რომ ხამზატ ჩიმაევისა და შონ სტრიკლენდის დაპირისპირება ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის შეხვედრას ჩამოუვარდება.
9 მაისს, ნიუარკში, UFC 328-ის მთავარ ბრძოლაში, საშუალო წონის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი ტიტულს შონ სტრიკლენდთან დაიცავს. მებრძოლებს შორის არსებულმა მტრობამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ დანა უაითმა მათი ტრადიციული Face-off უსაფრთხოების მიზნით გააუქმა.
უაითმა განაცხადა:
როდესაც საუბრობთ UFC-ის ყველა დროის ტოპ 5 ბრძოლაზე, სადაც მებრძოლებს ერთმანეთი სძულთ, ამ წყვილს მეორე ადგილზე ვაყენებ, მხოლოდ კონორისა და ხაბიბის შემდეგ.
პრეზიდენტის თქმით, ნომერ პირველ დაპირისპირებად მაინც ნურმაგომედოვი-მაკგრეგორი რჩება იმ მოვლენების გამო, რაც ბრძოლამდე ბრუკლინში (ავტობუსზე თავდასხმა) მოხდა. ჩიმაევისა და სტრიკლენდის შემთხვევაშიც შუღლი აშკარაა, რაც შაბათის ღამეს განსაკუთრებულ დაძაბულობას სძენს.
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევმა ტიტული დრიკუს დიუ პლესის დამარცხებით მოიპოვა, სტრიკლენდი კი ქამრის დაბრუნებას და ორგზის ჩემპიონობას ცდილობს. UFC-ის უსაფრთხოების სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა პრესკონფერენციასა და აწონვებზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა თავიდან აიცილონ.