სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც შონ სტრიკლენდი ვარჯიშზე ჭიდაობს, UFC 328-ის წინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ შონის გრეპლინგი ჩიმაევის დონესთან ახლოსაც არაა და ხამზატზე ფსონის დადებას ურჩევენ ყველას.
ვიდეოში ჩანს, როგორ იბრძვის საშუალო წონის მებრძოლი მანსურ აბდულ-მალიკი მასთან. ამან გამოიწვია კომენტარები, როგორიცაა: „ოჰ, ყველაფერი გასაგებია“, „ხამზატი პირველსავე რაუნდში მოამთავრებს“ და „ეს მგლის ვახშამია“.
ზოგიერთი გულშემატკივარი მაინც აღნიშნავს, რომ ვარჯიშის ვიდეოთი მსჯელობა შეცდომაა. მათი თქმით, სტრიკლენდი არასდროს ცდილობს შემტევ ჭიდაობას და მისი მთავარი იარაღი ჩიმაევის თეიქდაუნებისგან თავდაცვა იქნება.
გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ მებრძოლები სრული დატვირთვით არ მუშაობენ. თავად სტრიკლენდმა აღნიშნა, რომ ჩიმაევთან ბრძოლისთვის მაღალი დონის მოჭიდავეებთან, მათ შორის ჯონი ებლენთან ერთად ემზადებოდა.