მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ყველაზე საშიშ მებრძოლებზე ისაუბრა.
"ვინ არის ყველაზე საშიში მებრძოლი UFC-ში? ჯონ ჯონსი კვლავ ყველა დროის საუკეთესოა. ისლამი (მახაჩევი) საერთო რეიტინგის (pound-for-pound) ნომერ პირველი მებრძოლია მსოფლიოში.
ილია თოფურია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. მაქს ჰოლოუეი კვლავ ერთ-ერთი საშიში ტიპია პლანეტაზე." - განაცხადა უაითმა.
ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია UFC-ის საერთო რეიტინგში (P4P) მე-4 ადგილზეა. მასზე წინ ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი და ალექს პერეირა არიან, მე-5 ადგილს კი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები