მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 მატჩს გამართავს – 21 თებერვალს თბილისში, დანიასთან და 24 თებერვალს ბელგრადში, სერბეთთან.
დანიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
დანიის გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენს თავზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით. ბოლო მატჩი სერბეთთან რომც მოვიგოთ, თუ დანია ფინეთს მოუგებს, ევრობასკეტზე სერბეთთან და ფინეთთან ერთად გავა. ფინელებს ევრობასკეტზე თამაში მათი მასპინძლობის გამო გარანტირებული აქვთ.
საქართველოს ნაკრები მზადებას 10 თებერვლიდან დაიწყებს. ფიბა-ს კალენდრით, საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარა 17 თებერვლიდან დაიწყება და ლეგიონერების უმეტესობაც ნაკრებს ამ დღეს შეუერთდება.
გაფართოებულ შემადგენლობაში 20 კალათბურთელია:
7 ლეგიონერი - თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, მათე ხატიაშვილი.
სუპერლიგის 13 მოთამაშე - კახა ჯინჭარაძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ყავლაშვილი, სანდრო სანაძე, დავით კაკუშაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, ივანე მეგენეიშვილი, გეგი ბაქრაძე.
დანიასთან მატჩი თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება. ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაწყებულია TKT.GE-ზე.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები