9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 312-ის წინ ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მებრძოლმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ალექსანდრე თოფურიასა და კოლბი თიქნესის ბრძოლაში კუთხეებში ის და ილია თოფურია იქნებიან.
"მე კოლბის კუთხეში ვიქნები, რაც ძალიან კარგი იქნება. ის ყოველთვის ჩემს კუთხეში იყო მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ასევე ალექსანდრე თოფურიას კუთხეში ილია იქნება.
ეს ძალიან კარგი იქნება. არა მგონია, ოდესმე თუ მომხდარა, ჩემპიონი და ყოფილი ჩემპიონი დებიუტანების კუთხეში ყოფილიყვნენ." - განაცხდა ავსტრალიელმა.
UFC 312 9 თებერვალს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გაიმართება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ძმა, ალექსანდრე თავის სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს UFC-ში. მეტოქე კი ასევე დებიუტანტი და ალექს ვოლკანოვსკის თანაგუნდელი, კოლბი თიქნესი იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები