-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში პსჟ ქვედალიგელ ლე მანს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.
შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე გონსალო რამოშის პასის შემდეგ დესირე დუემ გახსნა. პარიზელებმა პირველი ტაიმი 0-1 მოიგეს.
71-ე წუთზე, შემოსვლიდან 3 წუთში ბრედლი ბარკოლა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი აიღო, პსჟ-მ სხვაობა ორამდე გაზარდა.
საბოლოოდ მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0-2 დასრულდა და ლუის ენრიკეს გუნდი თასის 1/4 ფინალში გავიდა.
სტატისტიკური გვერდის, Sofascore-ის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელიამ 8.1 შეფასება დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველს აქტივში საგოლე მოქმედება არ ჩაუწერია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები