მილანის ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ალ-ნასრის ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ დაახასიათა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიაღწევს თუ არა 41 წლის პორტუგალიელი ოფიციალურ მატჩებში 1000-გოლიან ნიშნულს, სადამდეც მას მხოლოდ 22 ბურთი აშორებს, ხორვატმა უპასუხა:
„კრიშტიანუ წარმოუდგენელია, ის არის ფენომენი, მონსტრი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ ნიშნულს მიაღწევს. ყველაფერი, რაც მან გააკეთა, რასაც აგრძელებს და როგორც თამაშობს, როდესაც თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯება, აღფრთოვანების ღირსია.
მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს იმ ყველაფრის გამო, რაც ერთად გავაკეთეთ და მივაღწიეთ რეალში. იმედი მაქვს, ამ შედეგს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწევს.
წინ სულ მცირე ერთი წელი მაინც აქვს და, როგორც უკვე ვთქვი, ამ ნიშნულს აუცილებლად გადალახავს. ეს წარმოუდგენელია. არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი მოუნდება თამაში, მაგრამ გოლების გატანას მაშინაც გააგრძელებს, 50 წლამდეც რომ ითამაშოს.
მისი გოლების გატანის უნარი, განსაკუთრებით კი ხასიათი, რწმენა და საკუთარ თავში დარწმუნებულობა უბრალოდ გაოცებას იწვევს“, - განაცხადა მოდრიჩმა.