არნე სლოტმა აღნიშნა, რომ უგო ეკიტიკე საუთჰემპტონთან გაძევების გამო არ დაისჯება.
თავდამსხმელმა სათასო მატჩში საუთჰემპტონს გამარჯვების გოლი გაუტანა და მაისური გაიხადა, რის გამოც მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დაატოვებინეს.
იწერებოდა, რომ კლუბი ფრანგის დასჯას და 2 კვირის ხელფასის დაკლებას უპირებს. თუმცა, ეს ინფორმაცია არნე სლოტმა უარყო.
„ჩვენს კლუბში პირველივე შეცდომაზე ფულადი ჯარიმით არ ისჯებიან." - აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.