ფედერიკო კიეზა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის შემადგენლობას დაემატა.
UEFA-მ დააკმაყოფილა კლუბის მოთხოვნა იტალიელის A სიაში შეყვანაზე. ეს ახალი რეგულაციის თანახმად მოხერხდა, რომელიც შესაძლებელს ხდის ცვლილებას გრძელვადიანი დანაკლისის შემთხვევაში.
კიეზა კლუბის განაცხადში ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ჯოვანი ლეონის ჩაანაცვლებს და მზად იქნება მომდევნო კვირას გალათასარაისთან გასვლითი მატჩისთვის.
არნე სლოტმა დაადასტურა, რომ ლეონიმ საუთჰემპტონთან ლიგის თასის შეხვედრაში მუხლის ჯვარედინი მყესის მძიმე ტრავმა მიიღო.
"რა თქმა უნდა, ის კარგ მდგომარეობაში არ არის, რადგან მას ჯვარედინი მყესი აქვს დაზიანებული და ეს ნიშნავს, რომ ერთი წლით ჩამოშორდება მოედანს." - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.