ესპანელი ჟურნალისტის ჟერარ რომეროს ცნობით, ჟოან გარსია და რაფინია ბარსელონას ტრავმის გამო მომდევნო მატჩებში ვერ დაეხმარებიან.
ესპანელმა და ბრაზილიელმა მოთამაშეებმა დაზიანებები ვარჯიშზე მიიღეს და ორივე მათგანს დასვენება სანაკრებო შესვენებამდე მოუწევთ.
ბარსელონას სანაკრებო პაუზამდე 3 მატჩის ჩატარება უწევს.
ბარსელონა - სოსიედადი (28 სექტემბერი)
ბარსელონა - პსჟ (1 ოქტომბერი)
სევილია - ბარსელონა (5 ოქტომბერი)