მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი, კილიან მბაპე სერიოზული კრიმინალური სქემის სამიზნე აღმოჩნდა.
ფრანგულ გამოცემა Le Parisien-ზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მბაპე საფრანგეთში დაგეგმილი ადამიანთა გატაცებისა და ძარცვის მიზნით სახლში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იყო.
გამოძიების დეტალები
საქმეზე უკვე დაკავებული და ბრალდებულია 18 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც კრიმინალურ სქემას ხელმძღვანელობდა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული პირების მიზანს ძარცვა და ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცება წარმოადგენდა.
გამოძიების თანახმად, დადასტურდა, რომ ამ გეგმის ერთ-ერთ მთავარ მსხვერპლად სწორედ კილიან მბაპე განიხილებოდა.
სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი განზრახვის აღკვეთა დროულად შეძლეს, გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდება.