კარგ ფორმაში მყოფი მილანი მზად არის დაუმარცხებელ ნაპოლის დაუპირისპირდეს მას შემდეგ, რაც სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და კვირის განმავლობაში იტალიის თასის მომდევნო ეტაპზეც გავიდა.
მატჩის ამბები და მიმდინარე ფორმა
დისკვალიფიცირებული მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს უდინეზესთან გასვლით გამარჯვებას, სადაც მილანმა ზედიზედ მესამე მშრალი შეხვედრა მოიგო. ეს იყო პირველი შემთხვევა 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როცა როსონერიმ სერია A-ს ზედიზედ სამი მატჩი მოიგო გოლის გაუშვების გარეშე და ახლა იმედოვნებს, რომ ოთხამდე გაიხანგრძლივებს სერიას, რაც ბოლოს 2020 წელს მოახერხა.
მოქმედ ჩემპიონებთან დაპირისპირება მილანისთვის უდიდესი გამოცდა იქნება, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ ერთ გამარჯვებას მიაღწია იმ 14 მატჩში, რომელშიც იმ შვიდ გუნდს დაუპირისპირდა, რომლებმაც საბოლოო ცხრილში მათზე მაღალი ადგილი დაიკავეს (ფრე 5, წაგება 8).
ნაპოლიმ ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო და სერია A-ს ტიტულის სრულყოფილ დაცვას განაგრძობს, მათ შორის იყო ორშაბათს პიზასთან მძიმე ბრძოლაში მოპოვებული 3:2 გამარჯვება. ეს არის პირველი შემთხვევა 2021/22 სეზონის შემდეგ, როცა ნაპოლიმ სეზონი ზედიზედ ოთხი გამარჯვებით დაიწყო.
ანტონიო კონტეს გუნდს კვლავაც ეკუთვნის ევროპის ტოპ-5 ლიგებში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია (11 მოგება, 5 ფრე), რომელშიც შედის ოთხი მშრალი მატჩი ბოლო ხუთ საგარეო დაპირისპირებაში სერია A-ში (4 მოგება, 1 ფრე). გუნდი ასევე შესანიშნავ ფორმაშია გასვლებზე – ბოლო 20 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (12 მოგება, 7 ფრე) და ამ პერიოდში მხოლოდ 12 გოლი გაუშვა.
ურთიერთდაპირისპირების ისტორია
გასულ სეზონში ნაპოლიმ ორივე მატჩი მოიგო - 2:1 საკუთარ მოედანზე და 0:2 გასვლაზე. საერთო ისტორიაში უპირატესობა მილანს ეკუთვნის (70 მოგება, 54 ფრე, 53 წაგება), თუმცა სერია A-ში შინ ნაპოლის წინააღმდეგ ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (3 ფრე, 4 წაგება).
ცხელი სტატისტიკა და სერიები
მილანმა თავისი ბოლო ექვსივე ოფიციალური გამარჯვება მშრალი ანგარიშით მოიპოვა.
მილანის ბოლო ექვსი საშინაო ოფიციალური შეხვედრიდან ხუთში მხოლოდ გამარჯვებულმა გუნდმა გაიტანა გოლი.
ნაპოლის ბოლო რვა საგარეო ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ორში გაიტანა ორივე გუნდმა გოლი.
ნაპოლიმ ბოლო შვიდი საგარეო შეხვედრიდან ხუთში მშრალად ითამაშა.
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი - მენიო; ტომორი, გაბია, პავლოვიჩი; საელმაკერსი, ფოფანა, მოდრიჩი, რაბიო, ესტუპინიანი; პულიშიჩი, ხიმენესი
ნაპოლი - მერეტი; დი ლორენცო, ბოკემა, ჟუან ჟესუსი, გუტიერესი; ლობოტკა; პოლიტანო, ანგისა, დე ბრუინი, მაკტომინეი; ჰოილუნდი
მსაჯი
მატჩს დანიელე კიფი განსჯის, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ერთ შეხვედრაში იმსაჯა.
ჯენოა 0-1 იუვენტუსი (3 ყვითელი ბარათი)
მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.