7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 32-ე ტურში მან სიტიმ სტუმრად კრისტალ პალასი დაამარცხა.
შეხვედრა სელჰარსტ პარკზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
მე-3 წუთზე მატეტამ გვარდიოლას გუნდი კონტრშეტევაზე დაიჭირა და ლონდონური კლუბი დააწინაურა, თუმცა უკვე 13-ზე დე ბრუინმა საოცარი გასროლით წონასწორობა აღადგინა.
შესვენების შემდეგ ახალგაზრდა რიკო ლუისმა სიტი წინ 47-ე წუთზევე გაიყვანა. 66-ზე დე ბრუინმა ჰალანდს გაატანინა, 70-ზე კი თავად შეასრულა დუბლი და ინგლისის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვების ყველანაირი კითხვები გააქრო.
86-ე წუთზე ოდსონ ედუარდმა ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჰალანდმა გასვლით თამაშებში პრემიერ ლიგის 4-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, სიტიმ კი 31 მატჩში 70 ქულა დააგროვა და ქულებით ლიდერ ლივერპულს გაუტოლდა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
სამ დღეში გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე დაუპირისპირდება.
კომენტარები