მარსელის მწვრთნელი რობერტო დე ძერბი რეალთან მატჩში მისი გუნდის კარში დანიშნული მეორე თერთმეტმეტრიანით განრისხდა.
მარსელი რეალთან ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 1:2 დამარცხდა, ორივე გოლი მადრიდელებმა პენალტით გაიტანეს. მეორე პენალტი 79-ე წუთზე დაინიშნა.
„სამარცხვინო პენალტია, რომელიც არ ყოფილა. იგივეს ვიტყოდი, ასეთი პენალტი ჩვენს სასარგებლოდ რომ დაენიშნათ. ჩემი აზრით, ეს პენალტი არ არის, არც ბერნაბეუზე, არც ველოდრომზე და არც სოსიედადთან - არასდროს.
არანაირი მალული მოტივი არ მაქვს, კამათის წამოწყება არ მინდა. უბრალოდ ვამბობ, რომ აქ პენალტი არ ყოფილა. წერტილი." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.